საქართველოს პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს მოლოდინშია. უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ კანონპროექტის საბოლოოდ მიღების შემდეგ სალომე ზურაბიშვილი მის ხელთ არსებული ბერკეტის გამოყენებას აპირებს. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, პრეზიდენტის მუხლობრივ განხილვაში შესვლას არ აპირებს, რადგან ვერავითარი ცვლილება კანონპროექტს ვერ გააკეთილშობილებს. პროტესტის ფონზე მიღებულ სადავო კანონპროექტს დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაუარა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. რას ამბობს შალვა პაპუაშვილი და როგორია ოპოზიციური პარტიების გეგმები, მერაბ პაპაშვილი მოგიყვებათ.