ანალენა ბერბოკი - საქართველოს მთავრობაზეა დამოკიდებული, ისარგებლოს ისტორიული შესაძლებლობით, რომელსაც ევროპა სთავაზობს, კანონების წარდგენის ნაცვლად, რომლებიც ევროპის ღირებულებებს ეწინააღმდეგება - Palitra News

ანალენა ბერბოკი - საქართველოს მთავრობაზეა დამოკიდებული, ისარგებლოს ისტორიული შესაძლებლობით, რომელსაც ევროპა სთავაზობს, კანონების წარდგენის ნაცვლად, რომლებიც ევროპის ღირებულებებს ეწინააღმდეგება

2024-05-15 12:24:14+04:00

დასავლეთი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღებას დემოკრატიისათვის ძირის გამოთხრას უწოდებს. ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნული კანონის მიღებით კრემლის დავალება შეასრულა და ქვეყანა საბოლოოდ გადაიყვანა ევროპული რელსებიდან. დასავლეთი აღნიშნული კანონპროექტის საბოლოოდ დამტკიცებით იმდენად შეშფოთებულია, რომ სტრატეგიული პარტნიორები “ქართული ოცნების” წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესებაზეც კი ალაპარაკდნენ.