დასავლეთი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღებას დემოკრატიისათვის ძირის გამოთხრას უწოდებს. ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნული კანონის მიღებით კრემლის დავალება შეასრულა და ქვეყანა საბოლოოდ გადაიყვანა ევროპული რელსებიდან. დასავლეთი აღნიშნული კანონპროექტის საბოლოოდ დამტკიცებით იმდენად შეშფოთებულია, რომ სტრატეგიული პარტნიორები “ქართული ოცნების” წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესებაზეც კი ალაპარაკდნენ.