საქართველოს პარლამენტი სალომე ზურაბიშვილის ვეტოს მოლოდინშია. პრეზიდენტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს ვეტოს დიდი ალბათობის უახლოეს დღეებში დაადებს. მმართველ გუნდში ამბობენ რომ მზად არიან კომპრომისზე ისაუბრონ, თუმცა ეს მათი შეფასებით დამოკიდებულია სალომე ზურაბიშვილის არგუმენტებზე. თავის მხრივ ოპოზიცია მმართველ გუნდს მოუწოდებს უკან დაიხიოს, ქართველ ხალხს მოუსმინოის და ვეტოს დაძლევაზე უარი თქვას.