პარლამენტში მესამე მოსმენით უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი 84 მომხრით მიიღეს, რის შემდეგაც ოპოზიციური პარტიის წევრებმა პარლამენტში ბოიკოტი გამოაცხადეს. როგორც ოპოზიციური პარტიის წევრები აცხადებენ ერთადერთი გამოსავალი მოსახლეობის დიდი ჩართულობაა, რათა ქვეყანამ ევროპული მომავალი არ დაკარგოს. მმართველი გუნდის ოპონენტების თქმით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ ბრძოლას კვლავ გააგრძელებენ. მშვიდობიანი აქციებისა და უწყვეტი პროტესტის მნიშვნელობაზე საუბრობენ ქვეყნის ექსპერტებიც, მათ მიაჩნიათ რომ ქართველი ხალხი ისტორიის სწორ გზაზე დგას.