უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა თბილისის ცენტრალურ ქუჩებში მსვლელობა გამართეს და გზები გადაკეტეს. აქცია-მსვლელობის დროს გადაიკეტა გმირთა მოედანი, ჭავჭავაძის გამზირი და მოსაშვილის ქუჩა, დემონსტრანტების ნაწილმა ასევე გადაკეტა მტკვრის სანაპიროებიც. პროტესტის მონაწილეებმა გზების გადაკეტვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გმირთა მოედანზე პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა. შეკრებილები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს აპროტესტებდნენ. პროტესტს უერთდებიან პოლიტიკოსებიც, რომლებიც ამბობენ, რომ კანონის შეჩერებასთან ერთად, მათ უკვე რუსულ ხელისუფლების შეცვლაც უნდა მოითხოვონ.