ისრაელის მიერ რაფაჰზე თავდასხმის შედეგად ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები თითქმის ჩიხში შევიდა, - ამის შესახებ კატარის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. მისი თქმით, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში შუამავლები ყველაირად ცდილობდნენ სამშვიდობო მოლპარაკებების მიღწევას, თუმცა ახლა სიტუაცია ჩიხში შევიდა. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ისრაელის მხრიდან არ არის ნათელი ის, თუ როგორ უნდა შეწყდეს ომი.