დასავლეთი “ქართულ ოცნებას” საქქრთველოს ევროატლანტიკური გზიდან გადაყვანაში ადანაშაულებს. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღების შემდეგ, სტრატეგიული პარტნიორები ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებენ. ევროპელი და ამერიკელი ლიდერები აცხადებენ, რომ ამ ფორმით ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ინტერესები საქართველოზე წინ დააყენა და რუსული კანონი საქართველოს მოქალაქეების საწინააღმდეგოდ მიიღო. ევროპა და ამერიკა ქართველ ხალხს მკაფიოდ ეუბნებიან, რომ ისინი დედაქალაქის მთავარ გამზირზე მიმდინარე პროტესტს მხარს უჭერენ. თემაზე ვრცლად ხატია სამხარაძე ისაუბრებს