საპროტესტო აქციების უწყვეტი ციკლის მიუხედავად უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი დამტკიცებულია. პარლამენტმა პროექტი მესამე მოსმენით 84 ხმით მიიღო. წინააღმდეგ ხმა 30-მა დეპუტატმა მისცა. ამით კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის პროცესი დასრულდა. პროექტი კი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. კანონპროექტის მიღების შემდეგ ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ , პარტია ლელომ და ცალკეულმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საპარლამენტო მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადეს. რას აცხადებენ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები , მერაბ პაპაშილი მოგიყვებათ