საქართველოს სახალხო დამცველი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმაურება. მან პოლიციის მიერ აქციის რამდენიმე მონაწილის დაკავება შეაფასა და დემონსტრანტების ნაწილის მხრიდან კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევაზე მიუთითა. ომბუდსმენი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, არ გამოიყენოს აქციის მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ სპეციალური საშუალებები და მათ კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების უფლებით სარგებლობა მიეცეთ.