ირაკლი კობახიძე - საქართველოს გარედან ვერავინ აუკრძალავს საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვას - პარლამენტი ხვალ მოსახლეობის უმრავლესობის რაციონალური ნების შესაბამისად იმოქმედებს და კანონს მესამე მოსმენით მიიღებს - Palitra News

ირაკლი კობახიძე - საქართველოს გარედან ვერავინ აუკრძალავს საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვას - პარლამენტი ხვალ მოსახლეობის უმრავლესობის რაციონალური ნების შესაბამისად იმოქმედებს და კანონს მესამე მოსმენით მიიღებს

2024-05-13 19:59:45+04:00

საქართველოს პარლამენტი ხვალ მოსახლეობის უმრავლესობის რაციონალური ნების შესაბამისად იმოქმედებს და მესამე მოსმენით მიიღებს კანონს, რომელიც გარედან თავსმოხვეული ე.წ. პოლარიზაციის დასრულებაში უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს, - ეს განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აპრილში ჩატარებული სოციალური კვლევის თანახმად, მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას უჭერს, ხოლო 60%-ზე მეტი კანონს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

“საქართველოს გარედან ვერავინ აუკრძალავს საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ მომიტინგეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ კანონის დარღვევისგან და ძალადობისგან, ხოლო სამართალდამცავებს მიმართა, მომიტინგეთა მხრიდან ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას მაქსიმალური მოთმინებით უპასუხონ.