გაატარეთ ზომები ივანიშვილის, კობახიძის, პაპუაშვილისა და ქართული ოცნების დეპუტატების წინააღმდეგ - ამ მოთხოვნით ევროპარლამენტარები ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს და ევროკომისიის ვიცე- პრეზიდენტს მიმართავენ . 4 პოლიტიკური ჯგუფის დეპუტატები ჯოზეფ ბორელს მოუწოდებენ ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას "ქართული ოცნების" იმ ლიდერებისა და წევრების წინააღმდეგ, ვინც ე.წ. გამჭვირვალობის კანონს მხარს უჭერს და ამით საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროინტეგრაციას. ამავე წერილში ევროპელი დეპუტატები ბორელს მიმართავენ კითხვით, აპირებს თუ არა ის კანონის მიღების შემდეგ ევროკავშირში საქართველოს ელჩის გამოძახებას და განიხილავს თუ არა საქართველოდან ევროკავშირის ელჩის გამოწვევის შესაძლებლობას. ჯოზეფ ბორელს საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ერთობლივი წერილით მიმართეს 12 ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმაც. ღია წერილში, მინისტრები საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელ ქმედებებზე წუხილ გამოთქვამენ და აცხადებენ, რომ ქვეყნის ევროინტეგრაცია საფრთხეშია. ევროპელი პარტნიორების წერილზე შეფასებები გაკეთდა თბილისში, განცხადებები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენებმა გაავრცელეს.