პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაკავებული პირები დიღმისა და ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორებში იმყოფებიან. ადვოკატ ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, ერთ-ერთ დაკავებულზე, გურამ ადამიაზე სამართალდამცავებმა დაკავების მომენტში ფიზიკურად იძალადეს. პოლიციელების მხრიდან ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე სხვა ადვოკატებიც საუბრობენ. უფლებადამცველის, ბექა ბასილაიას განცხადებით, მრავლობითი დაზიანებები აქვს "ცენტრ პოინტის" დამდფუძნებელს, გურამ რჩეულიშვილსაც, რომელიც პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დღეს, გამთენიისას დააკავეს.