ე.წ. გამჭვირვალობის კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები პარლამენტთან ამ დრომდე რჩებიან და ჯერჯერობით დაშლას არ გეგმავენ. ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეებს მსვლელობით სტუდენტებიც შეუერთდნენ. მათ რუსთაველის გამზირი ახლაც გადაკეტილი აქვთ, რის გამოც პოლიციამ დემონსტრანტებს მოუწოდა, რომ გზის სავალი ნაწილი გაათავისუფლონ, რათა გამზირზე სამანქანო მოძრაობა აღდგეს. გუშინდელი საღამოს შემდეგ დემონსტრანტები და სამართალდამცველები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ - როგორც ამ დროისთვის არის ცნობილი, პოლიციამ საპროტესტო აქციაზე 20 მოქალაქე დააკავა.