ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ხმა მიიღო, თუმცა 50%-იან ბარიერს ვერ მიაღწია. წინასწარმა შედეგებმა აჩვენა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ნაუსედა ხმათა 44.4%–ით ლიდერობს, მეორე ადგილზე კი პრემიერ-მინისტრი, ინგრიდა შიმონიტეა, რომელსაც მხარი ამომრჩევლების 19%-მა დაუჭირა. შესაბამისად, არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს გიტანას ნაუსედა და ინგრიდა შიმონიტე დაუპირისპირდებიან. ლიეტუვაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში 8 კანდიდატი იბრძოდა.