ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე ანდრეი ბელუსოვის კანდიდატურა შესთავაზა. ამ დრომდე თავდაცვის მინისტრის თანამდებობას სერგეი შოიგუ იკავებდა. მანამდე, ბელუსოვს მიხაილ მიშუსტინის მთავრობაში პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ვლადიმერ პუტინმა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ვლადიმერ კოლოკოლცევის კანდიდატურა შესთავაზა, საგანგებო სიტუაციების მართვის მინისტრად - ალექსანდრ კურენკოვი, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე - სერგეი ლავროვი წარადგინა. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ პუტინმა ნიკოლაი პატრუშევი უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობიდან გაათავისუფლა.