ვახტან გომელაური მოქალაქეებს აფრთხილებს , რომ კანონის სრული სიმკაცრით და სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დაისჯება ყველა ის პირი , ვინც პარლამენტის შენობის ბლოკირებას შეეცდება - Palitra News

ვახტან გომელაური მოქალაქეებს აფრთხილებს , რომ კანონის სრული სიმკაცრით და სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დაისჯება ყველა ის პირი , ვინც პარლამენტის შენობის ბლოკირებას შეეცდება

2024-05-13 09:21:28+04:00

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტან გომელაური მოქალაქეებს აფრთხილებს , რომ კანონის სრული სიმკაცრით და სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დაისჯება ყველა ის პირი , ვინც პარლამენტის შენობის ბლოკირებას შეეცდება. გომელაურის თქმით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მეორე ნაწილის თანახმად, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირება, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ ობიექტის ნორმალური მუშაობა თავისუფლების აღკვეთით 4 წლამდე ვადით დაისჯება. მისი თქმით , სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ეს მუხლი კანონის დამრღვევების მიმართ ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ამოქმედდება.