რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ბენიამინ ნეთანიაჰუს გენოციდური მეთოდები ჰიტლერსაც კი შეშურდებოდა - Palitra News

რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ბენიამინ ნეთანიაჰუს გენოციდური მეთოდები ჰიტლერსაც კი შეშურდებოდა

2024-05-12 14:44:48+04:00

ბენიამინ ნეთანიაჰუმ გენოციდური მეთოდებით ისეთ დონეს მიაღწია, რომელიც ჰიტლერსაც კი შეშურდებოდა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

ერდოღანის თქმით, ღაზის სექტორი საკონცენტრაციო ბანაკის მსგავსი ღია ცის ქვეშ არსებული ციხე არა მხოლოდ 7 ოქტომბრის შემდეგაა, არამედ უკვე წლებია.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ერდოღანი ნეთანიაჰუს ნაცისტების ლიდერს, ადოლფ ჰიტლერს ამსგავსებს. დეკემბერში მან განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერი ჰიტლერზე უარესი იყო.