პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, 13 მაისის სხდომაზე, მესამე მოსმენით "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს განიხილავს. კანონპროექტს პარლამენტი მესამე მოსმენით, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას დაამტკიცებს, რის შემდეგაც პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. საპარლამენტო უმრავლესობის აზრით, ინიცირებული პროექტი მხოლოდ მესამე სექტორის მიერ მიღებული თანხების გამჭირვალობას გულისხმობს და ის არასამათვრობო ორგანიზაციებისთვის რაიმე შემაფერხებელი ბარიერების დაწესებას არ ითვალისწინებს. კანონპროექტს ისევ ეწინააღმდეგება ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები კანონპროექტის შინაარსს რუსულს უწოდებენ და საკომიტეტო მოსმენაზე მწვავე კითხვების დასმას აანონსებენ. კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად" მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით.