"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები, რომლებიც ევროპის მოედნისკენ მიემართებიან, „ქართული ოცნების“ ოფისთან სკანდირებენ - „მონებო“ - Palitra News

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები, რომლებიც ევროპის მოედნისკენ მიემართებიან, „ქართული ოცნების“ ოფისთან სკანდირებენ - „მონებო“

2024-05-11 20:56:11+04:00

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები, რომლებიც რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით ევროპის მოედნისკენ მიემართებიან, „ქართული ოცნების“ ოფისთან სკანდირებენ - „მონებო“.

მმართველი პარტიის ოფისის ასასვლელ გზაზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული.

„ევროპის მარშის“ მონაწილეები "ქართული ოცნების" ოფისთან არ შეჩერებულან, მსვლელობას განაგრძობენ ევროპის მოედნისკენ და სკანდირებენ: „არა რუსულ კანონს, წინ ევროპისკენ“. მათ მარჯვენა სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილი აქვთ.