რესპუბლიკის მოედანზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტის გასაპროტესტებლად მოქალაქეები იკრიბებიან - Palitra News

რესპუბლიკის მოედანზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტის გასაპროტესტებლად მოქალაქეები იკრიბებიან

2024-05-11 18:50:58+04:00

რესპუბლიკის მოედანზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გასაპროტესტებლად მოქალაქეები იკრიბებიან. ისინი მსვლელობით ევროპის მოედნისკენ გაემართებიან.

„ევროპის მარში - ევროპის კვირაში“ - ასე ჰქვია მსვლელობას, რომელსაც მოქალაქეები თბილისის 4 სხვადასხვა ადგილიდან შეუერთდებიან.

აქციის მონაწილეები საბოლოოდ ევროპის მოედანზე შეიკრიბებიან.

„კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - ეს არის დემონსტრანტების მთავარი ლოზუნგი.