“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებას ამჯერად კონგრესმენები აკრიტიკებენ - რა წერია მათ მიერ გამოქვეყნებულ ერთობლივ წერილში - Palitra News

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებას ამჯერად კონგრესმენები აკრიტიკებენ - რა წერია მათ მიერ გამოქვეყნებულ ერთობლივ წერილში

2024-05-11 15:00:26+04:00

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი და თბილისში მომხდარი ძალადობის ფაქტები კვლავ იწვევს დასავლეთის შეშფოთებას. ამჯერად ხელისუფლებას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ჯიმ ობრაიენი აკრიტიკებს. ამავდროულად, ირაკლი კობახიძეს ერთობლივი წერილით კონგრესმენები მიმართავენ. მათი განმარტებით, აშშ-ი ღრმად შეწუხებულებულია იმ ადამიანებზე ძალადობითა და დაშინებით, ვინც კრემლის მიერ შთაგონებულ კანონპროექტს ეწინააღმდეგება. როგორც ცნობილია, ჯიმ ობრაიენი საქართველოსა და მონტენეგროს 14-17 მაისის ჩათვლით ეწვევა.