საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა „ექსპო ჯორჯიაში“ ევროპის დღისადმი მიძღვნილ მასშტაბურ ღონისძიებას მასპინძლობს, წელს პირველად, უკვე ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით. ღონისძიებას ოფიციალურად ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ხსნის.
ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, მთელი დღის განმავლობაში, ყველა ასაკის ადამიანისთვის მრავალფეროვანი აქტივობებია დაგეგმილი. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები სტუმრებს საკუთარ კულტურასა და ტრადიციებს გაცნობენ.