მთავრობის მეთაურის კრიტიკული გზავნილები და მიმართვა ახალგაზრდებს - როგორ ეხმაურებიან კობახიძის ღია წერილს პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

მთავრობის მეთაურის კრიტიკული გზავნილები და მიმართვა ახალგაზრდებს - როგორ ეხმაურებიან კობახიძის ღია წერილს პოლიტიკურ სპექტრში

2024-05-10 19:48:14+04:00

მთავრობის მეთაურის კრიტიკული გზავნილები და მიმართვა ახალგაზრდებს- ირაკლი კობახიძე ღია წერილში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეებს და კონკრეტულ სტუდტუდენტურ ორგანიზაციებს მოძალადე ახალგაზრდების ძირითად ბირთვს უწოდებს. პრემიერი მათი პარტიის მიერ ჩატარებულ კვლევასა და საზოგადოების მაღალი, საშუალო და დაბალი ინტელექტის კატეგორიებად დაყოფაზეც საუბრობს.