გერმანია უკრაინის ენერგეტიკული სექტორის სწრაფი აღდგენისთვის 45 მილიონი ევროს ოდენობის გრანტს გამოყოფს. უკრაინის უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის, ჰერმან გალუშჩენკოს განცახდებით, მიღებული თანხით ეროვნული ენერგეტიკული კომპანია „უკრენერგოს“ ენერგოეფექტური მოდერნიზაცება და ქვესადგურების აღსადგენად საჭირო აღჭურვილობის შეძენა იგეგმება. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, „უკრენერგომ“, საერთო ჯამში, გერმანიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, ელექტროგადამცემი ქსელის აღდგენისა და განვითარებისთვის, 177 მილიონ ევროზე მეტი თანხა მიიღო.