სომხეთში, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივი მედიის ცნობით, მომიტინგეები სომხეთის მთავრობის შენობასთანაც იკრიბებიან და ასევე რამდენიმე გზა და გზატკეცილი გადაკეტილია. აქციის მონაწილეები აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესის შეჩერებას ითხოვენ და აზერბაიჯანისთვის სასაზღვრო ტერიტორიებთან ახლოს მდებარე სოფლების გადაცემის გეგმას აპროტესტებენ. მანამდე, საპროტესტო მოძრაობის ლიდერმა, არქიეპისკოპოს ბაგრატ გალსთანიანმა განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის პარლამენტში იმპიჩმენტის გზით გადადგომასაც მოითხოვენ.