ე.წ. „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გამო „ქართული ოცნების“ მიმართ სტრატეგიული პარტნიორების საკმაოდ მწვავე კრიტიკა არ წყდება. საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საუბრობენ. დასავლეთიდან წამოსულ კრიტიკას დღეს ქართველი პოლიტიკოსები უკვე გამოეხმაურნენ. რა გზავნილი მოდის დასავლეთიდან და რას აცხადებენ ქართველი დეპუტატები.