უნგრეთმა და ჩინეთმა, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, რამდენიმე ახალ შეთანხმებას, მათ შორს სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. დოკუმენტების გაფორმება სი ძინპინის უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში მოხდა. ორბანმა, სი ძინპინთან ბუდაპეშტში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უნგრეთი ჩინური ინვესტიციების ხელშეწყობას გააგრძელებს. სი ძინპინის ვიზიტის ფარგლებში ქვეყნების ოფიციალურმა პირებმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმების გარდა, ჯამში, კიდევ 18 სხვა ხელშეკრულებასა და ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერეს ხელი.