უკრაინაზე ოკუპანტების თავდასხმები გრძელდება. რუსებმა Shahed-ის ტიპის 10 დრონი გამოიყენეს, თუმცა უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ათივე დრონი ჩამოაგდო. უკრაინის საჰაერო ძალების განმარტებით, დრონები ოდესის, მიკოლაივისა და ხერსონის ოლქებში გაანადგურეს. საჰაერო ძალების სარდლის, გენერალ-ლეიტენანტ ნიკოლაი ოლეშჩუკის თქმით, 10-ი მაისის ღამეს, რუსებმა დრონების გარდა უკრაინას, ბელგოროდის ოლქიდან ხარკოვის მიმართულებით, სხვადასხვა ტიპის ორი საზენიტო მართვადი რაკეტით დაარტყეს. ამასთან, გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათში, ოკუპანტებმა უკრაინაზე 6 სარაკეტო და 80 საჰაერო შეტევა მიიტანეს, ხოლო ზალპური სისტემებიდან 127-ჯერ გაისროლეს. საერთო ჯამში, ფრონტის ხაზზე 128 საბრძოლო შეტაკება მოხდა.