ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა შეცდომა დაუშვა, როდესაც ისრაელში ბომბების გაგზავნის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, ისრაელის პრემიერმა იმის იმედი გამოთქვა, რომ ამ უთანხმოების დასაძლევად ჯო ბაიდენთან სათანადო გზებს გამონახავს. მისივე მტკიცებით, ისრაელის ძალები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ადამიანებს რაფაჰის დატოვების საშუალება მიეცეთ.