ოპოზიციონერი დეპუტატებსა და სამოქალაქო აქტივისტებზე თავდასხმის ფაქტებს ოპოზიციური პარტიის წევრები ეხმაურებიან. მათი თქმით, „ქართული ოცნება“ ძალადობს ყველაზე, ვინც ე.წ. „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ეწინააღმდეგება და მას „რუსულად“ მოიხსენიებს. როგორც მმართველი პარტიის ოპონენტები ამბობენ, თუ ამ თავდასხმის ფაქტებს შინაგან საქმეთა სამინისტო განსაკუთრებულ ყურადღებას არ მიაქცევს, ძალადობრივი ქმედებები კიდევ უფრო მეტად მოიმატებს. მესამე სექტორია წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მსგავსი ქმედებებით „ქართული ოცნება“ საქართველოს საზოგადოებას ვერ დააშინებს.