პარლამენტში ე.წ. გამჭვირვალობის კანონპროექტს მესამე მოსმენით ორშაბათს განიხილავს. 13 მაისს დაანონსებულ განხილვას ოპოზიციური პარტიის წევრები გამოეხმაურნენ. ხელისუფლების ოპონენტებს „ქართული ოცნებისგან“ სწორი გადაწყვეტილების მოლოდინში არ აქვთ, თუმცა, ამავდროულად, ისინი ხელისუფლებას მაინც მოუწოდებენ, რომ აღნიშნული კანონპროექტი გაიწვიოს. ოპოზიციონერები კვლავ საუბრობენ იმ უარყოფით მხარეებზე, რომელიც ამ კანონპროექტს თან ახლავს. ოპოზიციური პარტიის წევრები ვარაუდობენ, რომ მმართველი პარტია ამ კანონს მაინც მიიღებს, რითაც საქართველოს ევროპულ მომავალს ბოლომდე ჩამოაშორებს. ისინი ხელისუფლებას „პუტინისტური მმართველობის“ სისტემის შექმნაში ადანაშაულებენ.