ესპანური მედიის ცნობით, ირლანდია, ესპანეთი და ევროკავშირის სხვა ქვეყნები პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას გეგმავენ. მედიის ცნობით, ოფიციალური გადაწყვეტილება შესაძლოა, 21 მაისამდე მიიღონ. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევროკავშირის ქვეყნების ნაწილი პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას აპირებს, იმ ფონზე გავრცელდა, როდესაც ევროკავშირის ლიდერები ისრაელის მიერ ქალაქ რაფაჰში წამოწყებულ სამხედრო ოპერაციაზე საპასუხო ნაბიჯებს განიხილავენ.
მანამდე, 67-მა ევროდეპუტატმა ევროკავშირის ლიდერებს წერილით მიმართა, რომ ამ საკითხზე საგანგებო შეხვედრა ჩაატარონ.