რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. სუს-ის ცნობით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზი“. გარდა ამისა, სახელმწიფო უსაფრთოხოების სამსახური საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობას რუსეთის საოკუპაციო ძალას აკისრებს.