13 მაისს პარლამენტი ე.წოდებულ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს მესამე მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილავს, თუმცა მანამდე, 10 მაისს, უქმე დღეს, მოულოდნელად ჩანიშნული სხდომაც გაიმართება, რომელიც ოპოზიციაში კითხვის ნიშნებს აჩენს. მმართველ პარტიაში კი ამტკიცებენ, რომ ხვალინდელ სხდომაზე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვას არ აპირებენ.