გუშინ, გვიან ღამით საპროტესტო აქციის მონაწილეებს გაურკვეველი ჯგუფები ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ - დაშავებულთა შორის არიან „ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი, დიმიტრი ჩიქოვანი, ზურა ჯაფარიძის ძმა, გია ჯაფარიძე და აქციების ერთ-ერთ თანაორგანიზატორი, ლაშა ღვინიანიძე. მიღებული დაზიანებების გამო, ისინი გვიან ღამით კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც გია ჯაფარიძე აცხადებს, თავდამსხმელებმა მას ფიზიკური ანგარიშსწორების მოტივად ე.წ. გამჭვირვალობის კანონპროექტის წინააღმდეგ გამოხატული პოზიცია დაუსახელეს. როგორც ცნობილია, აღნიშნულ ფაქტზე პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია. გარდა ამისა, გუშინდელ ძალადობას დღეს მმართველი პარტიის ლიდერებიც გამოეხმაურნენ - მათ შორის არიან იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური და დედაქალაქის მერი, კახა კალაძე. რას აცხადებენ ამ ფაქტებზე პოლიტიკური მხარეები.