ინოვაცია ქართულ აგრარულ სექტორში. მოგეხსენებათ, რომ საგაზაფხულო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია შესული, თუმცა ის, რაც საქართველოს სოფლის მეურნეობას დღეს სჭირდება, თანამედროვე ტექნოლოგიების მასშტაბურად დანერგვაა. ეს კი აუცილებელი პირობაა ადგილობრივი პროდუქციის წარმოების მოცულობის და ხარისხის გაზრდისთვის. ამის ერთ-ერთი მაგალითი საქართველოში პრემიუმ ხარისხის ზეთის ხილის ზეთისა და მარინადების წარმოებაა. გიორგი სვანიძის ზეთისხილის ბაღები 1000 ჰექტარზე მეტ ფართობზეა გაშენებული დედოფლისწყაროში, კახეთში, საიდანაც იწარმოება “სვანიძის ზეთისხილის” ზეთი Extra Virgin და ზეთისხილის მარინადები. წელს კომპანიამ საქართველოში თანამედროვე მექანიზებული, ჯიპიეს სისტემით მართვადი ჩამრგველი ტექნიკა შემოიტანა, რომლითაც დამატებით კიდევ გაშენდა 100 ჰექტრამდე ზეთისხილის ბაღები. ინოვაციური ჩამრგველი აგრეგატი, რამდენჯერმე ამცირებს ჩარგვის ვადებს, მიერთებულია ციფრულ ტექნიკაზე და მუშაობს მხოლოდ GPS სიგნალით, რომელიც მინიმალური ცდომილებით ახორციელებს ნერგების დარგვას. აგრეგატს შეუძლია დღეში 8-10 ჰექტრამდე ბაღის გაშენება, რაც ამ ფართობზე 5-6 ათასი ნერგის დარგვას უზრუნველყოფს. ხოლო თითო ნერგვის ჩარგვას მხოლოდ 7-8 წამი სჭირდება.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლიდან, გიორგი სვანიძის ინიციატივით საქართველო შეუერთდა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს რომელიც ზეთისხილის მწარმოებელ 48 ქვეყანას აერთიანებს, რაც მსოფლიოს ბაზრის 97%-ია. თავად კი ამ საბჭოს ორგზის არჩეული პრეზიდენტი გახდა 2019-2021 წლებში, დღეს კი საპატიო პრეზიდენტის წოდებით აგრძელებს ქვეყნის წარდგენას საბჭოში.