ევროკომისიის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა, რომ ევროკავშირს არ აქვს ერთიანი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, აღიარებენ თუ არა ვლადიმერ პუტინს რუსეთის ლეგიტიმურ პრეზიდენტად. პიტერ სტანოს განმარტებით, ევროკავშირს არ აქვს უფლებამოსილება, აღიაროს ან არ აღიაროს რომელიმე ქვეყნის ხელისუფლება, როგორც წესი, ასეთ გადაწყვეტილებას წევრი სახელმწიფოები იღებენ. ევროკომისიის წარმომადგენელი ასევე აღნიშნავს, რომ ევროპული გაერთიანების რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლის მონაწილეობა პუტინის ინაუგურაციის ცერემონიაში არ არყევს ევროკავშირის პოზიციას უკრაინის მხარდაჭერასთან მიმართებაში.