ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, რაფაჰში ისრაელის იერიში, რომელიც ევროკავშირის წევრებისა და აშშ-ის მკაფიო გაფრთხილებების მიუხედავად მაინც მიმდინარეობს, კიდევ უფრო მეტი მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილს გამოიწვევს. ბორელმა აღნიშნა, რომ ამ წუთისთვის ღაზას სექტორში უსაფრთხო ზონები არ არსებობს. გასულ ღამეს ისრაელის ავიაციამ ღაზას სექტორის სამხრეთში მდებარე ქალაქ რაფაჰზე ახალი იერიში მიიტანა, რასაც სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა.