მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან ზუსტად 79 წელი გავიდა - ვაკის პარკის ნაცვლად ომის ვეტერანები დილიდან ამჯერადაც კიკვიძის პარკში იკრიბებიან. მთავრობის განკარგულებით, ომის მონაწილეებისა და ომში დაღუპულთა ოჯახებისთვის წელსაც გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება - ომის მონაწილეები 2000 ლარს, ხოლო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1000 ლარს მიიღებენ. მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასამდე ადამიანი წავიდა და თითქმის ნახევარი სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა.