გუშინ, გვიან ღამით „ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანს, დიმიტრი ჩიქოვანს, „გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერის“, ზურა ჯაფარიძის ძმას, გია ჯაფარიძეს და აქციების ერთ-ერთ თანაორგანიზატორს, ლაშა ღვინიანიძეს გაურკვეველი ჯგუფები ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ. ისინი მიღებული დაზიანებების გამო, გვიან ღამით საავადმყოფოშიც გადაიყვანეს. როგორც გია ჯაფარიძე აცხადებს, თავდამსხმელებმა მას ჯგუფურად ფიზიკური ანგარიშსწორების მოტივად ე.წ. გამჭვირვალობის კანონპროექტის წინააღმდეგ დაფიქსირებული პოზიცია დაუსახელეს. გვიან ღამით კლინიკაში ოპოზიციური პარტიის ლიდერებიც იმყოფებოდნენ და ისინი ასევე ადასტურებენ, რომ თავდასხმები ე.წ. „გამჭვირვალობის კანონპროექტის“ საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობას უკავშირდება. გუშინდელი ძალადობის ფაქტებს დღეს მმართველი პარტიის ლიდერები გამოეხმაურნენ - მათ შორის არიან იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური და დედაქალაქის მერი, კახა კალაძე. რას აცხადებენ ხელისუფლების წარმომადგენლები