სახალხო დამცველი საკამათო კანონპროექტის მოწინააღმეგე მოქალაქეთა მიმართ მუქარის შემცველ სატელეფონო ზარებს ეხმაურება და სამართალდამცავ ორგანოებს გამოძიებისკენ მოუწოდებს. იოსელიანი მიუთითებს, რომ დაუშვებელია ისეთი ქმედება, რომელიც საზოგადოების ნაწილს შიშს გაუჩენს და კონსტიტუციური უფლებით სარგებლობასთან დაკავშირებით თვითცენზურას გამოიწვევს. სახალხო დამცველი ასევე განმარტავს, რომ დაუშვებელია მსგავსი პრაქტიკის გამოყენება და ხელშეწყობა. იოსელიანი აღნიშნავს, რომ აღნიშნული ფაქტი დამაზიანებელია ქვეყანაში დემოკრატიული პროცესებისა და ადამიანის უფლებების რეალიზაციისთვის. ის ასევე წერს, რომ მნიშვნელოვანია, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა მომხდარი ფაქტი დროულად შეაფასოს.