საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში იმყოფება. ირაკლი ჩიქოვანს რუმინელმა კოლეგამ, ანგელ ტილვარმა უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, რუმინეთის თავდაცვის უწყებაში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ კოლეგებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს. საქართველოსა და რუმინეთის თავდაცვის უწყებებს შორის თანამშრომლობის საკითხები კოლეგებმა გაფართოებულ ფორმატში განიხილეს.