ჩილეში, სანტიაგოს რეგიონში თოვლი მოვიდა, რაც წელიწადის ამ დროს რეგიონისთვის უჩვეულოა. ხელისუფლებამ სანტიაგოს მეტროპოლიტენის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, ცივი ამინდის შესაბამისად ჩაცმისა და ავტომობილების ფრთხილად მართვისკენ მოუწოდა. ელექტროენერგიისა და საწვავის ზედამხედველის ოფისის მონაცემებით, ამჟამად ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა 225 000 -ს ადამიანს აქვს. დედაქალაქში 2020 წლის ივლისშიც მოთოვა. მაშინ ამინდის მკვეთრი ცვალებადობა ლო ბარნეჩის კომუნაში დაფიქსირდა.