ემუქრება თუ არა საფრთხე ქვეყნის დასავლურ ინტეგრაციას? ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერია, რომ დაუშვებელია ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა კრემლის მარიონეტებით იმართებოდეს. ევროპარლამენტართა გუშინდელი განცხადების შემდეგ ოპოზიციაში ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია ამ კანონპროექტის მიღებას მხარს მაინც დაუჭერს, შესაძლოა, ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციას საფრთხე შეექმნას. ევროპარლამენტის მიერ ჯოზეფ ბორელისთვის გაგზავნილი წერილის შინაარს აკრიტიკებს მმართველი გუნდი. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ცალკეული ევროპარლამენტარების გზავნილებს ნდობა არ გააჩნია.