ალეკო ელისაშვილი - პოლიციელების მიერ ჩემზე ძალადობას არ იძიებენ და ხდება მათი წახალისება - ხელისუფლება გადაიქცა მოძალადე რეჟიმად, ტერორისტულ ორგანიზაციად, ხელს აფარებს მოძალადეებს და ახალისებს ძალადობას - Palitra News

ალეკო ელისაშვილი - პოლიციელების მიერ ჩემზე ძალადობას არ იძიებენ და ხდება მათი წახალისება - ხელისუფლება გადაიქცა მოძალადე რეჟიმად, ტერორისტულ ორგანიზაციად, ხელს აფარებს მოძალადეებს და ახალისებს ძალადობას

2024-05-08 15:25:17+04:00

პარიტია,,მოქალაქების" ლიდერი ელეკო ელისაშვილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურთან მივიდა და აქციის დროს, ოპოზიციონერ დეპუტატებზე ჯგუფურ ძალადობის ფაქტებზე ისაუბრა. ელისაშვილმა შსს-ს თანამშრომლების და მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა და განაცხადა, რომ ხელისუფლება საქმის ჩამალვას ცდილობს. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, არსებობს სამხილები, რომელიც საგამოძიებო უწყებამ საქმის წარმოებისას უნდა გამოიყენოს და ძალადობრივი ქმედებების განხორციელებისათვის ყველა დამნაშავე პირი დასაჯოს.