11 მაისს, თბილისის სამ ლოკაციაზე „ევროპის მარში“ დაიგეგმა. კერძოდ, მარშის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე, მარჯანიშვილის მოედანსა და მეტრო 300 არაგველთან შეიკრიბებიან, საიდანაც მარშით ევროპის მოედნისკენ წავლენ. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, „ევროპის მარში“ სამივე ლოკაციაზე ერთდროულად, 19:00 საათზე დაიწყება. ვინ უერთდება დაანონსებულ მსვლელობას და როგორ ეხმაურებიან დაგეგმილ მასშტაბურ საპროტესტო აქციას სახელისუფლებო გუნდში.