"ქართული ოცნება" ერთიანი ბაზის შექმნას აანონსებს, რომელშიც მათი თქმით ყველა ის პირი შევა, ვინც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს. ინიციატივა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სპეციალურ ბრიფინგზე გაახმოვანა. ოპოზიციამ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება მორიგ რეპრესიულ ნაბიჯად შეაფასა. ამბობენ რომ ამ გზით ქართული ოცნება საზოგადოების აქტიური წევრების დაშინებას ცდილობს. როგორია პოლიტიკური შეფასებები მერაბ პაპაშვილი გვეტყვის.