სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, პარლამენტთან „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მიმდინარეობისას პირთა გარკვეული ჯგუფები პროვოკაციების მოწყობას ცდილობენ, რაც დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას ისახავს მიზნად. როგორც სუს-ის განცხადებაშია ნათქვამი, "აქციის ორგანიზატორებისთვის სასურველია საპროტესტო აქციებს ადამიანური მსხვერპლი მოჰყვეს". მათივე განმარტებით, აღნიშნული სავალალო შედეგები საპროტესტო მუხტს და რადიკალიზმს გაზრდის. თუ უფრო კონკრეტულად რა წერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში, რა კონკრეტულ ფაქტებზეა საუბარი და რა გამოხმაურებები მოჰყვა აღნიშნულს, როგორც სამთავრობო გუნდში, ასევე ოპოზიციაში.