რუმინეთის პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის განცხადებით, რუმინეთი მზადაა, რომ უკრაინაში Patriot-ის სარაკეტო სისტემის შესაძლო გაგზავნის საკითხი განიხილოს. ამერიკელ კოლეგასთან, ჯო ბაიდენთან ვაშინგტონში გამართული შეხვედრის შემდეგ, იოჰანისმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე ბოლო კვირებში მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობდა. მისივე თქმით, საკითხი თავდაცვის უმაღლეს საბჭოში უნდა განიხილოს, რათა გაირკვეს, თუ რისი შეთავაზება შეუძლია უკრაინისთვის მის ქვეყანას და რას მიიღებს სანაცვლოდ რუმინეთს.